აქცია

საერთაშორისო კომპანია ემბავუდი ავეჯის სფეროში 1996 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის მიზანია, მისაღებ ფასებში პრაქტიკული, თანამედროვე და ხარისხიანი ავეჯი შესთავაზოს მომხმარებელს. „ემბავუდის“მიერ წარმოებული პროდუქცია სრულიად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და არის ჯანმრთელობისთვის უვნებელი.

„ემბავუდში“ დაიწყო ყველასთვის სასურველი აქცია - „შეიძინეთ საძინებლის სრული კომპლექტი და მიიღეთ მატრასი საჩუქრად“.

საძინებლის მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ მომხმარებლებს. კარადაში განთავსებულია ცალკე სექციები თითოეული სახის ტანსაცმლისთვის: საკიდები შარვლისთვის, მაისურებისთვის და ასევე აქსესუარებისთვის. კარადები უმეტესწილად წარმოდგენილია ორი სახით: ჩვეულებრივი კარით და კარადა-კუპეთი, დამატებულია ანტრესოლებიც. გვაქვს სხვადასხვა ზომის საწოლები (ერთადგილიანი , საწოლნახევრიანი,ორადგილიანი ). საძინებლები მორგებულია ნებისმიერ ფართსა და ინტერიერზე.

საქართველოში „ემბავუდი“ აწარმოებს საოჯახო ავეჯს 2007 წლიდან. ქარხანა აღჭურვილია გერმანული დანადგარებით. წარმოებაში გამოყენებული ნედლეული არის ეკოლოგიურად სუფთა. ავეჯის წარმოების ტექნოლოგიური პროცესი მთლიანად შეესაბამება ხარისხის თანამედროვე სტანდარტებს. „ემბავუდი“ არის ISO სერტიფიკატის მფლობელი რაც ევროპული ხარისხის ნიშანია.

„ემბავუდში“ წარმოებული მატრასი არის უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. მის დამზადებაში გამოიყენება„ბონელის“ ზამბარები, გვერდებში განლაგებულია მკვრივი პენაპოლიურეტანი ,ხოლო ზამბარაზე განთავსებულია სილიკონის ბოჭკოს დამცავი ფენა. მატრასის სიმაღლე 16 სმ-ია , ის არჭურვილია მაღალი ეფექტურობის ჰაერის კაფსულებით. ის გაწყობილია ანტიალერგიული და ანტიბაქტერიული ქსოვილით.

ჩაერთე აქციაში! გააკეთეთ საძინებლის შენაძენი „ემბავუდში“ და მიიღეთ მატრასი საჩუქრად. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 2 400 001.

ავეჯის კატალოგი