„ემბავუდი“ ყველა მომხმარებელს ფულადი ვაუჩერით დაასაჩუქრებს

ავეჯის მაღაზიათა ქსელ „ემბავუდში“ 1-ლი მარტიდანმომხმარებლებს სიურპრიზი ელოდებათ. ყველა, ვინც შენაძენს გააკეთებს, ფულადი ვაუჩერით დასაჩუქრდება, რომელსაც სურვილისამებრ გამოიყენებს.

ვაუჩერით შესაძლებელია როგორც ფასდაკლებით სარგებლობა, ისე მომდევნო შენაძენის გაკეთება.

„ემბავუდის“ შოურუმში სახლის ავეჯი სრული კომპლექტაციით არის წარმოდენილი: რბილი ავეჯი, მატრასები, საძინებლები, მისაღები და საბავშვო ოთახი, სამზარეულოს კომპლექტი, მაგიდები და სკამები. შეგიძლიათ, შეარჩიოთ როგორც თანამედროვე ავეჯი, ისე დაძველების ეფექტით დამზადებული საწოლები, კარადები, კომოდები. „ემბავუდში“ ავეჯის შეძენის შემთხვევაში, კომპანია ადგილზე უფასო მიტანისა და მონტაჟის სერვისს გთავაზობთ.

ავეჯი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და მინიჭებული აქვს ეკოლოგიური ნორმის ხარისხის ნიშანი E-1. შესაბამისად, აქ შეძენილი ავეჯი თანამედროვე ვიზუალის მქონე, კომფორტული, გამძლე და ეკოლოგიურია.

საერთაშორისო კომპანია „ემბავუდი“ 1996 წელს დაარსდა. დღეს მას ავეჯისა და ავეჯის ნახევარფაბრიკატების 7 ქარხანა აქვს როგორც უკრაინაში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, ისე საქართველოში. „ემბავუდის“ პროდუქცია ექსპორტზე გადის ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 250 მაღაზით არის წარმოდგენილი.

„ემბავუდის“ პროდუქცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია, რადგან ის ადგილობრივად იწარმოება, ამიტომ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ავეჯის კატალოგი