კითხვა - პასუხი

სადაური კომპანიაა EMBAWOOD?

EMBAWOOD საერთაშორისო კომპანია, რომელსაც გააჩნია ავეჯის წარმოება აზერბაიჯანში, საქართველოში, უკრაინასა და თურქეთში.

როდის დაარსდა კომპანია EMBAWOOD?

კომპანია EMBAWOOD დაარსდა 1996 წელს. საქართველოში კომპანია EMBAWOOD აწარმოებს ავეჯს 2007 წლიდან.

რატომ უნდა ავირჩიოთ EMBAWOOD-ის ავეჯი?

EMBAWOOD აწარმოებს ავეჯს გერმანული ტექნოლოგიით, აკონტროლებს წარმოების ყველა პროცესს, დიდ ყურადღებას აქცევს ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის გამოყენებას ავეჯის წარმოებაში და მუდმივად ანახლებს დიზაინს ავეჯის ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე.
გარდა ამისა, ავეჯის ფასი EMBAWOOD-ში ყოველთვის უფრო ხელმისაწვდომია, სხვა ანალოგ იმპორტირებულ ავეჯზე.

ამზადებთ თუ არა ავეჯს შეკვეთით?

EMBAWOOD ითვალისწინებს თითოეული კლიენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებს და ამზადებს სერიულ ავეჯს განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანებისთვის. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ, რომ სახლი შედგება სხვადასხვა ზომის ოთახებისგან, სადაც უნდა განთავსდეს შესაბამისად სხვადასხვა ზომისა და დიზაინის ავეჯი.

EMBAWOOD-ში საძინებლის შერჩევის დროს შეგიძლიათ ერთმანეთს შეუთავსოთ სხვადასხვა საძინებელი გარნიტურების საწოლები, კომოდები და გარდერობები. შედეგად მიიღებთ თქვენთის სასურველი ავეჯის გარნიტურს, რომელიც ყველაზე უკეთესად შეესაბამება თქვენი ოთახის ინტერიერს.

EMBAWOOD-ის სამზარეულოები შეგიძლიათ მოარგოთ ნებისმიერი ზომის სამზარეულო ოთახს, ხოლო რბილი ავეჯის ფერი შეგიძლიათ შეარჩიოთ სპეციალური ტექსტილის კატალოგიდან.

აქვს თუ არა ავეჯს გარანტია?

EMBAWOOD-ს გააჩნია საერთაშორისო ხარისხის ლაბორატორია, რომელიც ამოწმებს წარმოებული პროდუქციის ხარისხს წარმოების ყოველ ეტაპზე, შესაბამისად EMBAWOOD-ის ავეჯს გააჩნია 2 წლიანი გარანტია.

EMBAWOOD-ის გაყიდვების შემდგომი საგარანტიო მომსახურება საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგაც მოახდენს თქვენს მიერ შეძენილი ავეჯის რესტავრირებას, მინიმალურ ფასად.

ავეჯის კატალოგი