EMBAWOOD საქართველო

EMBAWOOD-ი 2007 წლიდან აწარმოებს ავეჯს საქართველოში თანამედროვე გერმანული ტაქნოლოგიით ქ.თბილისში. 2008 წელს კომპანია EMBAWOOD-მა გახსნა საქართველოში მეორე ქარხანა ქ.გარდაბანში, რომელიც აწარმოებს ავეჯის ნახევარფაბრიკატებს.
EMBAWOOD-ი საქართველოში აწარმოებს ყველა ტიპის საოჯახო ავეჯს: საძინებელს, სამზარეულოს, რბილ ავეჯს, საბავშვო და სასტუმრო ოთახებს და ა.შ. EMBAWOOD-ის ავეჯის წარმოებაში საქართველოში დასაქმებულია 370 ადამიანი, ხოლო EMBAWOOD-ის მთლიან ინფრასტრუქტურაში საქართველოში დასაქმებულია 1200 ადამიანი.
EMBAWOOD-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რანდენად კომფორტულად იგრძნობს თავს მომხმარებელი ჩვენს მაღაზიაში ავეჯის შეძენის დროს. სწორედ ამიტომ, კომპანია აკონტროლებს წარმოების ყველა პროცესს, დაწყებული ნედლეულის მოპოვებიდან, დამთავრებული საბოლოო მომხმარებლისთვის ავეჯის სახლში მიტანითა და აწყობით.
EMBAWOOD-ის ავეჯის წარმოებაში გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული, რომელიც შეესაბამება უახლეს ევროპულ სტანდარტებს. ავეჯის წარმოების გერმანული ტექნოლოგია შესაძლებლობას იძლევა დამზადდეს მაღალი ხარისხისა და მისაღები ფასის ავეჯი. შესაბამისად, კომპანია სთავაზობს მომხმარებელს 2 წლიან გარანტიას საკუთარ პროდუქციაზე EMBAWOOD-ის 31 საფირმო მაღაზიაში.
ავეჯის კატალოგი