ავეჯის მაღაზიათა ქსელი, ემბავუდი, საქართველოს ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა და 14 წელია მაღალი ხარისხის ავეჯს თავაზობს ქართველ მომხმარებლებს. კომპანია საქართველოს მასშტაბით 24 მაღაზიითაა წარმოდგენილი.

2019-2020 წლები ცვლილებების მხრივ გარდამტეხი აღმოჩნდა. კომპანიაში წარმატებით განხორციელდა საწარმოო გადაიარაღება, განახლდა მანქანა-დანადგარები. პროცესს ხელმძღვანელობდა გერმანიიდან მოწვეული საკონსულტაციო ჯგუფი, რომელმაც შექმნა ნედლეულის დამუშავებისა და წარმოების ახალი სტანდარტები. წარმოების გაუმჯობესებამ საშუალება მოგვცა შეგვექმნა ევროსტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის პროდუქცია. ახალი სტანდარტების შესაბამისად მომწოდებელი კომპანიების მიმართ შეიცვალა მოთხოვნები და ყველა მასალა წინასწარ გადის შემოწმებას მავნე ნივთიერებების შემცველობაზე, სიმტკიცესა და გამძლეობაზე. შესაბამისად, წარმოებული ავეჯი არის ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე.

ემბავუდის მიზანია მომხმარებელს შეთავაზოს მათზე მორგებული ავეჯი, რომელიც პრაქტიკული და ხარისხიანია და ქმნის მყუდრო, გამორჩეულ გარემოს.