განაახლე სახლი თანამედროვე ავეჯით - 2021 წლის ტრენდები

24 Dec 2020

2020 წელმა გვაჩვენა, რომ დიზაინის თანამედროვე ტრენდები უფრო და უფრო აქტუალური ხდება და ტრადიციული დიზაინი, რომელსაც წლების განმავლობაში ვუყურებდით თანდათან ნაკლებად მოდური ხდება და ადგილს განსაუთრებულსა და უნიკალურ დიზაინს უთმობს.

2019 წლის ხელწერა, რაც გულისხმობს ნათელ სამზარეულოებს, აქცენტირებულ კედლებსა თუ ნათელ ფერებს კვლავ აქტუალური რჩება და 2021 წლის ტრენდების ერთგვარ საფუძვლად იქცევა.

ფენებიანი თარგები

ფენებიანი თარგები ბოლო წლების განმავლობაში განვითარებად ტენდენციად იქცა. მაგრამ 2021 წელს ველოდებით ინტერიერში ფენების ყველაზე თამამ გამოყენებას. ამ ამ ტრენდის გასაღები სივრცეში ფერებია აქტიური გაშლაა.  

ფერებზე მუშაობის დროს, შესაძლებელია მარტივად და თამამად შეურიოთ ერთმანეთს ფერების ნიმუშები. მაგალითად, აქცენტირებული აგურის კედელი, ფერადი სურათებითა და ფერადი დივნით თავდაპირველად შესაძლებელია გადამეტებულად მოგეჩვეოთ, მაგრამ ეს არის ზუსტად ის ტრენდი, რომელსაც დიზაინერეი აქტიურად გამოიყენებენ 2021 წელს. ასევე, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი თარგები, როგორიცაა გემოეტრიული ფიგურებისა და ანზი, ყვავილების პრინტის შერევა.

ნატურალური სიმდიდრე

მდგრადობისა და პრაქტიკულობის გარდა, 2021 წლის დიზაინი აქცენტირებულია ნატურალ ქსოვილზე, რომელიც მდიდრული და თვალშისაცემია. მარმარილოს ფაქტურები აქტიურად ბრუნდება და ამ ფაქტურას აქტიურად ვხედავთ საძინებლების, ჟურნალის მაგიდებისა და სამზარეულოს ავეჯის ელემენტებში.

მეტალი

ემბავუდის გამორჩეული სტილი 2021 წელს მეტალის აქტიური გამოყენებაა. თეთრი ოქროს ფაქტურის, ვერცხლისფერისა და შავი მეტალის მატერიალები სვხადასხვა კომპლექტისათვის დამახასიათებელ შტრიხად იქცევა.

მაქსიმალიზმი

მინიმალიზმი წლების განმავლობაში იყო ის, რისკენაც დიზაინერები ისწრაფვოდნენ. ამჯერად მაქსიმალიზმი თანამედროვე დიაინის მთავარი მამოძრავებელია. იმის მაგივრად, რომ შევინარჩუნოთ სიმარტივე, როგორც ამას მინიმალიზმი გვასწავლის, მაქსიმალიზმი სიმდიდრისა და გარნდიოზულობის მიღებასა და ტკბობას გვკარნახობს.

ემბავუდს შეუძლია დაგეხმაროს

ემბავუდში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ავეჯის მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ნათელი ფერებითა თუ მარტივი ნეიტრალებით, მეტაის დეტალებითა და მარმარილოს ფაქტურებით.