დაბრუნების პოლიტიკა

პროდუქტის დაბრუნების წესი და გამონაკლისები:

პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანია ემბავუდის საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;

პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ემბავუდის ელ. ფოსტის მისამართზე: sales@embawood.ge)


ავეჯის, ავეჯის ელემენტების შეცვლა ან მისი ღირებულების დაბრუნება მოხდება შემდეგ შემთვევებში:

  • შეცვლა ან ღირებულების დაბრუნება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ავეჯი მომხმარებლის სახლში არ არის აწყობილი 14 დღის განმავლობაში, შენარჩუნებულია მისი სასაქონლო სახე და სამომხმარებლო თვისებები, არ არის დარღვეული ავეჯის შეფუთვა, შენახულია სალაროს ქვითარი და სხვა დოკუმენტები;
  • თუ ერთი და იგივე შეუსაბამობა განმეორდა 3-ზე მეტად(ამასთან მომხმარებელს არ უსარგებლია რემონტის უფლებით), მოცემული ელემენტის შეცვლა შეიძლება მოხდეს ოსტატი-ექსპერტის დასკვნის საფუძველზე;
  • რემონტისთვის დანიშნული მაქსიმალური ვადის ამოწურვისას, თუ ოსტატი-ექსპერტი გადაწყვეტს, რომ ავეჯის რემონტი შეუძლებელია;
  • ემბავუდი უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების პროცედურა. თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების პროცედურა.


პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი, რომლის მოგვარებაც ადგილზე შეუძლებელია;