„პრომეთეს ეპიკ სასტუმრო და სპა“ – მულტიფუნქციური დასასვენებლი კომპლექსი მდებარეობს იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ტურისტული ადგილის, პრომეთეს მღვიმის მიმდებარედ. „პრომეთეს ეპიკ სასტუმრო და სპა“ იმერეთის რეგიონის უდიდესს კომპლექსს წარმოადგენს. სასტუმრო სრულად მოწყობილია „ემბავუდი“-ის ავეჯით, რომელიც დამზადებულია ექსკლუზიურად დამკვეთის მოთხოვნების მიხედვით და არ წარმოადგენს სერიულ წარმოებას. დამზადდა როგორც პანელური(საწოლი, ტუმბო, კარადა, მაგიდა), ასევე რბილი ავეჯი(სავარძელი, დივანი, სკამი).

კორპორატიული შეკვეთებისთვის ავეჯის დიზაინი იქმნება „ემბავუდი“-ს დიზაინერებისა და კონსტრუქტორების მიერ, შემდგომ კი მზადდება „ემბავუდი“-ს საწარმოში, თბილისში.