ძიების ყველა 7 შედეგი

აბანოზი – სამეული

936 1454 
ინგლისური ჩესტერის სტილის დივანი ორი სავარძლით. დივანი შეიქმნა მეცხრამეტე საუკუნის ნიმუშის მიხედვით, რომელიც ლონდონის ექსკლუზიურ კლუბებში იყო განთავსებული. ასეთი ტიპის რბილი ავეჯისათვის დამახასიათებელი მომრგვალებული სახელურები, ღილებით რომბისებურად დამაგრებული ქსოვილი, ტყავის ან ტყავის ფაქტურის მქონე ქსოვილი. ჩესტერის ტიპის დივნები წარსულის ექსკლუზიური, ხოლო დღევანდელობის უალტერნატივო სტილია. „აბანოზი“ წარსულ ფორმებთან ერთად თანამედროვეობის შტრიხებს აერთიანებს, რაც მოდელს განსაკუთრებულობას და ელეგანტურობას ანიჭებს.

ბენეფიტი 2 – კუთხის დივანი

1890 
ოთხადგილიანი დივანი თანამედროვე ინტერიერისთვის. მოდელს გააჩნია ორი მექანიზმი, რაც საშუალებას გვაძლევს მარტივად შევუცვალოთ ფორმა და გავხადოთ უფრო კომფორტული. გამოყენებულია ორშრიანი ბარხატის ნაცრისფერი ქსოვილი, რომელიც იდეალურად ერგება სხვადასხვა სტილის მისაღებ ოთახს.

ბერლინი – სამეული

770 1260 

სამადგილიანი დივანი 2 სავარძლით. კვადრატული ფორმის მაღალი სახელურები ქმნის მარტივ, რეტრო სტილს. ამ კლასიკურ ფორმას ყოველთვის განსხვავებული ელემენტი შემოაქვს თანამედროვე ინტერიერში და ქმნის გამორჩეულ ხასიათს. მსგავსი მოდელები იდეალურია ფორმალური მისაღები ოთახის სივრცისა თუ კომფორტული ოჯახური ოთახისათვის. მისი მოცულობა სრულად საკმარისია დასაძინებლად, შესაბამისად არ გააჩნია დამატებით გაშლის ფუნქციონალი.

მოდელი გაიყიდება კომპლექტად.

ოპალი – კუთხის დივანი

2901 

მარჯვენა კუთხის დივან-საწოლი კლასიკური ინტერიერისთვის. მოდელი მრავალფუნქციურია, იშლება და აქვს სათავსო. კლასიკური, ფრანგული ელემენტებით გაფორმებული ავეჯი მკვეთრი ელემენტია მისაღებ ოთახში და გამორჩეულ ხასიათს ანიჭებს მას.

ფროსტ ეკო 1

2030 

კუთხის დივანი სხვადასხვა ტიპის ინტერიერისათვის. გამოყენებულია ხავერდის ფაქტურის ნაცრისფერი ქსოვილი, რომელიც კომბინირებულია წითელი ფერის ბალიშებთან. დამზადებულია გასაშლელი მექანიზმით. აქვს დიდი სათავსო ადგილი.

ფროსტ ეკო 2

2030 

კუთხის დივანი სხვადასხვა ტიპის ინტერიერისათვის. გამოყენებულია ხავერდის ფაქტურის ყავისფერი ქსოვილი, რომელიც კომბინირებულია ყავისფერი ბალიშებთან. დამზადებულია გასაშლელი მექანიზმით. აქვს დიდი სათავსო ადგილი.