ბონიტო – კომოდი სარკით
თანამედროვე სტილის მისაღები ოთახის კომპლექტი. მუქი ფერის ხის ფაქტურისა და თეთრი ფერის იდეალური შერწყმა მოდელს ორიგინალურობასა და დახვეწილობას ანიჭებს. ხოლო მეტალის ქრომირებული სახელურები მაქსიმალურად აახალოებს მას მოდერნის სტილის დიზაინთან. მოდელი განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის ინტერიერისათვის.
კომპლექტის შემადგენლობაში შედის: კომოდი სარკით, TV ტუმბო, ერთკარიანი ვიტრინა, ორკარიანი ვიტრინა.
გარდა – კომოდი სარკით
თანამედროვე სტილის მისაღები ოთახის კომპლექტი. უნაკლო დიზაინის მოდელი მუქ ნაცრისფერში განკუთვნილია ნებისმიერი სახის გემოვნების მქონე ადამიანებისთვის. დახვეწილი ხაზები და ამოჭრილი სახელურები აახლოვებს მოდელს თანამედროვე დიზაინთან და ქმნის უნიკალურ დეტალს ინტერიერში.
კომპლექტის შემადგენლობაში შედის: ერთკარიანი ვიტრინა, ორკარიანი ვიტრინა, ტვ.ტუმბო, კომოდი სარკით, მაგიდა.გრეისტოუნი – კომოდი სარკით
ლუგანო – კომოდი სარკით
მისაღები ოთახის ავეჯი კლასიკური ინტერიერისათვის. თბილი ფერის, ხის ფაქტურას ცივი ნაცრისფერი აბალანსებს და ინტერიერში ჰარმონიასა და სიმყუდროვეს ქმნის. მეტალის ქრომირებული სახელურები მოდელს მაქსიმალურად აახლოებს მოდერნთან, რაც მისაღებს ხდის თანამედროვე ტიპის ინტერიერისთვისაც. ავეჯი ერგონომიულობით, პრაქტიკულობითა და მაქსიმალური ტევადობით გამოირჩევა. კომპლექტის შემადგენლობაში შედის: ორკარიანი ვიტრინა, კომოდი სარკით, TV ტუმბო, მაგიდა.
ტიფანი – კომოდი
კლასიკური სტილის მისაღები ოთახის კომპლექტი. თეთრი ფერის, დახვეწილი და ნაზი ფაქტურა კლასიკური ელემენტებით მეტ ელეგანტურობას შეძენს ინტერიერს. კარადები პრაქტიკულობითა და ტევადობით გამოირჩევა. განკუთვნილია მათთვის, ვინც უპირატესობას ელეგანტურ, მდიდრულ ინტერიერს ანიჭებს.
კომპლექტის შემადგენლობაში შედის: ორკარიანი ვიტრინა, ერთკარიანი ვიტრინა, დესაუ სარკით, TV ტუმბო, თარო, მაგიდა.