არიზონა – ხუთკარიანი კარადა
თანამედროვე ლოფტის სტილის შემოსასვლელის კომპლექტი. საღებავის დაძველების ეფექტის მქონე ფაქტურა და კლასიკური, შავი მარმარილოს კონტრასტი ამ მოდელს განსაკუთრებულად აქცევს. არიზონას სრულყოფილება ისეთ დეტალებშია, როგორიცაა სახელურები და ტუმბოს კონტრასტული ზედაპირი. იდეალური მათთვის, ვინც აფასებს თანამედროვე დიზაინს და მოსწონს ინტერიერში თამამი გადაწყვეტილებები.
ლოტუსი – ხუთკარიანი კარადა
გამორჩეული დიზაინის საძინებლის კომპლექტი. მუქი ფერის ხის ვიზუალითა და მარმარილოს ფაქტურის დეტალებით. საწოლისა და ტუმბოებისთვს გამოყენებულია მეტალის ვიზუალის შავი ფეხები, რომელიც მოდელის გამძლეობასა და ხარისხს უზრუნველყოფს, ხოლო სახელურები გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით.
კომპლექტის შემადგენლობაში შედის: საწოლი ორთოპედიული მექანიზმით, 2 ტუმბო, კომოდი, სარკე, ოთხკარიანი კარადა.
ლუგანო – ხუთკარიანი კარადა
მუქი ფერის ხის ფაქტურისა და შავი ფერის კონტრასტული შეხამება მოდელს თანამედროვე ტიპის ნამუშევრად აქცევს. მკაცრი და მკვეთრი ხაზები, მეტალის სახელურები და ტყავის ფაქტურა მოდერნის ნათელი მაგალითია. იდეალურია მათთვის, ვინც უპირატესობას თამამ გადაწყვეტილებებს ანიჭებენ და არ ეშინიათ თამამი ექსპერიმენტების.
კომპლექტის შემადგენლობაში შედის: საწოლი ორთოპედიული მექანიზმით, 5 კარიანი კარადა, ტრიუმო, 2 ტუმბო.