არიზონა – სამკარიანი კარადა
თანამედროვე ლოფტის სტილის შემოსასვლელის კომპლექტი. საღებავის დაძველების ეფექტის მქონე ფაქტურა და კლასიკური, შავი მარმარილოს კონტრასტი ამ მოდელს განსაკუთრებულად აქცევს. არიზონას სრულყოფილება ისეთ დეტალებშია, როგორიცაა სახელურები და ტუმბოს კონტრასტული ზედაპირი. იდეალური მათთვის, ვინც აფასებს თანამედროვე დიზაინს და მოსწონს ინტერიერში თამამი გადაწყვეტილებები.
გარდა – სამკარიანი კარადა
თანამედროვე სტილის საძინებლის კომპლექტი. მუქ ნაცრისფერში გადაწყვეტილი უზადო დიზაინის მქონე მოდელი განკუთვნილია ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანებისათვის. დახვეწილი ხაზები და გამოჭრილი სახელურები მოდელს მაქსიმალურად აახლოებს თანამედროვე დიზაინთან და ინტერიერში ქმნის განუმეორებელ შტრიხს.
კომპლექტის შემადგენლობაში შედის: ორ ადგილიანი საწოლი, კარადა, კომოდი სარკით, 2 ტუმბო.
ვეგანი – სამკარიანი კარადა
Embawood-ის ყველა ავეჯს აქვს მაღალი ხარისხი,ფერთა ჰარმონია და რაც მთავარია არის ეკოლოგიურად სუფთა.
კომპანიის მიზანია, მაღალი ხარისხის, პრაქტიკული, თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა ავეჯის შეთავაზებით მომხმარებელს შეუქმნას კომფორტული და მყუდრო გარემო. ემბავუდის მიერ წარმოებული პროდუქცია სრულიად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და მინიჭებული აქვს ეკოლოგიური ხარისხის ნიშანი – E1. ფუნქციონირებს მუდმივად განახლებადი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხარისხის კონტროლის ლაბორატორია.განხოციელდა საწარმოო გადაიარაღება, შევიძინეთ უახლესი გერმანული მანქანა დანადგარები. Embawood-ში მკაცრად კონტროლდება სათადარიგო ნაწილები სიმტკიცესა და გამძლეობაზე.
ლოტუსი – სამკარიანი კარადა
გამორჩეული დიზაინის საძინებლის კომპლექტი. მუქი ფერის ხის ვიზუალითა და მარმარილოს ფაქტურის დეტალებით. საწოლისა და ტუმბოებისთვს გამოყენებულია მეტალის ვიზუალის შავი ფეხები, რომელიც მოდელის გამძლეობასა და ხარისხს უზრუნველყოფს, ხოლო სახელურები გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით.
კომპლექტის შემადგენლობაში შედის: საწოლი ორთოპედიული მექანიზმით, 2 ტუმბო, კომოდი, სარკე, ოთხკარიანი კარადა.
ტიფანი – სამკარიანი კარადა
კლასიკური სტილის საძინებლის კომპლექტი. თეთრი ფერის, დახვეწილი და ნაზი ფაქტურა კლასიკური ელემენტებით მეტ ელეგანტურობას შეძენს ინტერიერს. კარადები პრაქტიკულობითა და ტევადობით გამოირჩევა, აქვს როგორც საკიდი, ასევე თაროები და უჯრები. იდეალურია მათთვის, ვინც უპირატესობას კლასიკურ, უკვდავ დიზაინს ანიჭებს.
კომპლექტის შემადგენლობაში შედის: საწოლი, კომოდი, სარკე, სამკარიანი კარადა, 2 ტუმბო.