საახალწლო გათამაშება

შპს „ემბავუდ ჯორჯია“ ახდენს ავეჯის რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით „ემბავუდის“ მაღაზიათა ქსელში.

კომპანია აწყობს წამახალისებელ გათამაშებას.

გათაშებაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა არანაკლებ 1500 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენა „ემბავუდის“ მაღაზიათა ქსელში. ყოველ 1500 ლარის შენაძენზე გაიცემა 1 ბილეთი. ბილეთები გაიცემა მხოლოდ ადგილზე (მაღაზიაში) შეძენის შემთხვევაში მხოლოდ ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შენაძენზე. ონლაინ განხორციელებულ შენაძენზე ბილეთები არ გაიცემა.

ბილეთები გაიცემა 2024 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

ბილეთების გაცემას პროგრამულად აღრიცხავს „ემბავუდის“ წარმომადგენელი, სადაც უთითებს შემძენის სახელს, გვარს, პირად ნომერს და ტელეფონის ნომერს. ასევე ახდენს ბილეთის დოლურაში მოსათავსებელ ნაწილზე სახელის, გვარის და ტელეფონის ნომრის დაფიქსირებას. აღსანიშნავია, რომ ტელეფონის ნომერი ეთითება მომხმარებლის მოწოდებული ინფორმაციით და შპს „ემბავუდ ჯორჯია“ პასუხს არ აგებს მის სისწორეზე.

ამის შემდგომ ბილეთი გადაეცემა მომხმარებელს. ბილეთი არის ორ ნაწილიანი, მომხმარებელმა ერთი ნაწილი უნდა დაიტოვოს, ხოლო მეორე ნაწილი (რომელზეც აღნიშნულია შემძენის რეკვიზიტები: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი) მოათავსოს თითოეულ მაღაზიაში არსებულ სპეციალურ დალუქულ ყუთში.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია. ბილეთის დალუქულ ყუთში მოთავსებაზე შპს „ემბავუდ ჯორჯია“ პასუხს არ აგებს. ბილეთი გადაეცემა მომხმარებელს, რათა თავად მოათავსოს დალუქულ ყუთში.

საბოლოოდ ამ ყუთებში დაგროვილი ბილეთები გაერთიანდება ერთ დოლურაში  რომლითაც ჩატარდება გათამაშება.

გათამაშების შესახებ მომხმარებელი ინფორმაციას მიიღებს „ემბავუდის“ საფირმო მაღაზიებში, თამაშობის მოწყობის პირობები განთავსდება გათამაშების მომწყობის ვებ-გვერდზე: www.embawood.ge და FACEBOOK-ის გვერდზე.

გათამაშების შესახებ ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია ტელეფონზე: 2 400 001

გათამაშება ჩატარდება 2024 წლის 28 დეკემბერს, 19:30 საათზე, TV პირველის პირდაპირ ეთერში.

გათამაშება ჩატარდება დოლურის პრინციპით და გამარჯვებულები გამოვლინდებიან დოლურიდან შემთხვევით ამოღებული ბილეთების მეშვეობით.

გათამაშების წამყვანი ამოიღებს ერთ-ერთ ბილეთს შემთხვევითობის პრინციპით, კადრში გამოაჩენს ბილეთის ნომერს, გამოაცხადებს სახელს და ტელეფონის ნომერს (ბოლო 3 ციფრის გარდა). შემდგომ დარეკავს აღნიშნულ ნომერზე ტელეფონის საშუალებით. მომხმარებლისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მოხდება მასთან გასაუბრება და მოგებული პრიზის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. პირი ჩაითვლება გამარჯვებულად მოგებული პრიზის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთანავე.

იმ შემთხვევაში თუ დოლურადან ამოღებულ ბილეთზე მითითებულ მობილურ ნომერს გათამაშების წამყვანი რაიმე მიზეზით ვერ დაუკავშირდება პირდაპირ ეთერში  (არ უპასუხებს,  გამორთულია/მიუწვდომელია აბონენტი, ხდება გადამისამართება ან ისმის დაკავების ზარი და ა.შ), ან დაუკავშირდება და შემდგომ გაითიშება საუბრისას, ან ნომერი არასწორია ან/და დაკავშირება მოხდება სხვა პირთან, რომელიც არ წარმოადგენს გათამაშების ბილეთზე მითითებულ პირს და არც ფლობს ინფორმაციას აღნიშნული პირის შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა მიზეზით აბონენტთან გასაუბრება ვერ მოხერხდება, მაშინ წამყვანი კიდევ ორჯერ ცდის ამ მობილურ ნომერზე დარეკვას. დაკავშირების მე-3 წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში, წამყვანი გადადებს აღნიშნულ ბილეთს და დოლურადან ამოიღებს გათამაშების ახალ ბილეთს იქამდე, სანამ  გათვალისწინებული წესით არ გამოავლენს ყველა გამარჯვებულ პირს.

ერთი მომხმარებელი, იმის მიუხედავად თუ რამდენი ცალი ბილეთი ექნება, შესაძლებელია გახდეს მხოლოდ ერთი პრიზის მფლობელი. თუ ერთხელ გამარჯვებული მომხმარებლის ბილეთი ამოვა მეორედაც, მოხდება გადათამაშება და სხვა ბილეთის ამოღება.

წამახალისებელი გათამაშების პრიზებია:

  1. ფულადი პრიზი - 2000 ლარი. რაოდენობა 4 ცალი.
  2. ავტომობილი Kia Stonic Classic 2024.

მოგება გაიცემა გათამაშების ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. პრიზების გაცემა მოხდება გამარჯვებული პიროვნების შპს „ემბავუდ ჯორჯიას“ ოფისში (მისამართზე: ქ. თბილისი, მარნეულის ქ.37) გამოცხადების, გამარჯვებული ბილეთის მომხმარებლისათვის განკუთვნილი ნაწილისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენიდან 6 დღის ვადაში.

პრიზი გამარჯვებულის გარდა სხვა პირზე გაიცემა თუ იგი წარმოადგენს: გამარჯვებული პირის მიერ მასზე გაცემულ მინდობილობას და გამარჯვებული ბილეთის მომხმარებლისათვის განკუთვნილ ნაწილს.

პრეტენზიის მიღება ხდება წერილობით, გათამაშების ჩატარებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში მისამართზე: ქ. თბილისი, მარნეულის ქ.37 ან ელ.ფოსტაზე: sales@embawood.ge. პრეტენზია განიხილება და პასუხი ბრუნდება  პრეტენზიის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.  

გათამაშების შედეგები გამოქვეყნდება 3 დღის ვადაში ვებ-გვერდზე: www.embawood.ge