თანხმობას ვაცხადებ ვებ-გვერდზე www.embawood.ge ჩემი პიროვნების ვერიფიკაციის მიზნით შპს „ემბავუდ ჯორჯიამ“ (ს/ნ 204379975, მის: თბილისი, მარნეულის. ქ. 37) დაამუშავოს (მათ შორის უფლებამოსილი პირის მეშვეობით) ჩემი პერსონალური, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემები, კერძოდ სახის მახასიათებელი.
ვეთანხმები, რომ განაცხადში ჩემ მიერ მითითებული ინფორმაცია/მონაცემები ნამდვილი და ზუსტია, შეესაბამება რეალურ ფაქტებს და გამოვთქვამ თანხმობას შპს ემბავუდ ჯორჯიას (ს/ნ 204379975, მის: თბილისი, მარნეულის. ქ. 37), როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ აღნიშნული მონაცემების დამუშავებაზე განვადებით ნასყიდობის განაცხადის განხილვისთვის. გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ შპს ემბავუდ ჯორჯიას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს წინამდებარე განაცხადში, კრედიტორთან დაცული, ასევე, ჩემ შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროებში დაცული და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად ჩემი გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნით.”
გაცნობიერებული მაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომ მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ შპს ემბავუდ ჯორჯიას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით დაამუშაოს ჩემ შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს. ხსენებული ინფორმაცია მუშავდება მომხმარებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნისთვის და იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირებისათვის.