წესები და პირობები

 

მოვაჭრის დასახელება: შპს ემბავუდ ჯორჯია 

საიდენტიფიკაციო კოდი: 204379975 

იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, კრწანისის რაიონი, მარნეულის ქ.,N37 

ელ-ფოსტა:  sales@embawood.ge

ტელეფონის ნომერი: 032 2 400 001

 

მოვაჭრის ვალდებულებები

  • მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.

 

  • საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.

 

  • მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა მოვაჭრეს ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც მოვაჭრე დაეთანხმა.

კანონისმიერი გარანტია

  • თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

 

  • საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

 

  • საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (შეცვლა - ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო სტანდარტული შეკეთება - ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.

 

  • საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

 

  • მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
    • საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია
    • მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა
    • მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის
  • მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

  • მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

 

  • მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.

 

  • თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

 

შეკვეთის მიღება

  • მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია თანხის გადარიცხვით საბანკო ანგარიშზე. ასევე, შესაძლებელია ნივთის ღირებულების კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდა.

 

  • მოვაჭრე, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან, არაუმეტეს ორი დღის განმავლობაში, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შეკვეთის დამუშავება. ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 30 დღეს. 

 

  • შეკვეთა დასრულებულად ითვლება ნივთის მომხმარებლისთვის ჩაბარებისთანავე.

 

  • მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.

 

  • მომხმარებელი ვალდებულია, შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი შემოწმება და ხელმოწერით დაადასტუროს, რომ ნივთს არ აქვს ვიზუალური ნაკლი.

 

  • მოვაჭრე ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.

 

მიწოდების საფასური

  • თბილისშიმიწოდება: უფასო
  • რეგიონებშიმიწოდება: იხილეთ მიწოდების საფასურები.

 

უპირობოდ დაბრუნების პოლიტიკა

  • მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

  • ეს ვადა აითვლება:
    • მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან
    • საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან
    • მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან
    • საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან

 

დაბრუნების პირობები

  • ნივთის უპირობოდ დაბრუნების მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია მიმართოს ქოლ-ცენტრს: 032 2 400 001.

 

  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:

 

  • მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
  • გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.

 

  • იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.

 

  • მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.

 

  • მოვაჭრე ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.

 

  • თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
  • მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

 

  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.

 

ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი

  • მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული
  • მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო

 

  • მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს

 

  • მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.

 

ფორს–მაჟორი

 

  • არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.

 

  • თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.

 

  • მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.

 

  • შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.

 

  • არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.

 

продажа Тбилиси/თბილისის გაყიდვა სხვა რეგიონშიВ Новый Рустави/ახალი რუსთავში   
50 лар   
В Старый Рустави/ძველი რუსთავში   
50 лар   
В Марнеули/მარნეულში   
50 лар   
Цкнети/წყნეთი   
50 лар   
Мцхета/მცხეთა   
50 лар   
В Тхинвала/ თხინვალაში   
50 лар   
В Теровани/ წეროვანში   
60 лар   
В Шиндиси /   შინდისი   
50 лар   
В Мухадткаро /   მუხათწყაროში   
50 лар   
В Напетвреби /   ნაფეტვრებში   
50 лар   
В Табахмела/ ტაბახმელა   
50 лар   
Кикети/ კიკეთი   
70 лар   
Бетаниа/ ბეთანია   
70 лар   
Окрокана/ ოქროყანა   
50 лар   
სოფელი ლისი   
50 лар   
ვაზიანი   
50 лар   
სოფელი წოდორეთი   
50 лар   
В Коджори/ კოჯორი   
60 лар   
Телети / თელეთი   
60 лар   
В Батуми/ბათუმში   
50 лар   
В Бакуриани ბაკურიანში   
50 лар   
В Кухети / კახეთში   
50 лар   
В Кутаиси /ქუთაისში   
50 лар   
В Хашури /ხაშურ   
50 лар   
     
ბათუმი გონიოა.პირველწოდებულის ქუჩა  , ს.კანანელის  ქუჩა ,ზღვისპირის ქუჩა25ლარი
კვარიათია.პირველწოდებულის  ქუჩა .მ.მოციქულის ქუჩა. აფსაროსის ქუჩა30ლარი
სარფი 40ლარი
ხელვაჩაურიხელ-ის რაიონი საწყობიდან ახლოს არის შესაბამისად ვთვლით რომ უნდა იყოს უფასო  ერგემდე . ლარი
ჩაქვიჩაქვი ,დაბა ჩაქვი ,სახალვაშო,ჩაისუბანი,ხალა,გორგაძეები ,საჩინო . ციხისძირი , ოაზისის ტერიტორია50ლარი
ქობულეთიბობოყვათი.სოფელი ქობულეთი ,კვირიკე, ხუცუბანი,ალამბარი ,ლეღვა ოჩხამური80ლარი
მახინჯაურიმწვანე  კონცხი , რკ.სადგური . განთიადი ,კაპრეშუმი ,30ლარი
წინსვლაყოროლისთავი, სამება,ქვედა სამება ,30ლარი
ახალშენიზემო ახალშენი .30ლარი
ოზურგეთიოზურგეთში კილომეტრი 3 ლარი ,თუმცა თუ დავამთხვევთ მანქანის ოზურგეთში წასვლას ,შეიძლება შეღავათი გავუწიოთ მომხმარებელს.კილომეტრი 3 ლარილარი
ურეკიშეკვეთილი, მაგნეტიტი ,კაპროვანი გრიგოლეთი .120ლარი
ლანჩხუთილესა , ჩიბათი , ნიგვზიანი   კილომეტრაჟის მიხედვით .კილომეტრი 3 ლარილარი
ზესტაფონიკვალითი( 5 კ.მ ) 0ლარი
ზედა კვალითი 25ლარი
კლდეთი( 6 კ.მ )0ლარი
ზედა კლდეთი 25ლარი
არგვეთა( 5 კ.მ )0ლარი
ქვედა საქარა( 6 კ.მ )0ლარი
ზედა საქარა 25ლარი
დაბა შორაპანი( 5 კ.მ )0ლარი
ფუთი 25ლარი
გურულების უბანი ( 3კ.მ )0ლარი
ქუთაისიმაღლაკი  20ლარი
მაღლაკი სიღრმეში 25ლარი
ქვიტირი 0ლარი
გეგუთი 0ლარი
ვარციხის დასახლება 20ლარი
ოდილიაური 20ლარი
კვახჭირი 25ლარი
გოდოგანი 25ლარი
ჯიმასტარ 25ლარი
გუმათის დასახლება 25ლარი
ბანოჯა 15ლარი
ბანოჯა სიღრმეში 25ლარი
გუმბრა 20ლარი
მესხეთი 30ლარი
ბროწეულა 20ლარი
ხაშურიდაბა სურამი3-5 კმ0ლარი
ოსიაური4 კმ0ლარი
სატივე5 კმ0ლარი
ხცისი5 კმ0ლარი
ცხრამუხა2 კმ0ლარი
ტეზერი5 კმ0ლარი
 სოფ,გომი 20ლარი
 სოფ,ქვიშხეთი 20ლარი
 სოფ,ვაყა 25ლარი
 სოფ,ქემფერი 30ლარი
 სოფ,ნარვანი 30ლარი
 სოფ,ცოცხნარა 30ლარი
 სოფ,ოძისი 30ლარი
 სოფ,წრომი 30ლარი
 სოფ,ნაბახტევი 50ლარი
 სოფ,ბრილი 70ლარი
სოფ,წაღვლი 70ლარი
ქ.ბორჯომი 70ლარი
დაბა წაღვერი 90ლარი
დაბა ცემი 100ლარი
დაბა ბაკურიანი 150ლარი
მიმართულება  
საიდანსადმანძილი ან დასახელებატარიფივალუტა
ბათუმი გონიოა.პირველწოდებულის ქუჩა  , ს.კანანელის  ქუჩა ,ზღვისპირის ქუჩა25ლარი
კვარიათია.პირველწოდებულის  ქუჩა .მ.მოციქულის ქუჩა. აფსაროსის ქუჩა30ლარი
სარფი 40ლარი
ხელვაჩაურიხელ-ის რაიონი საწყობიდან ახლოს არის შესაბამისად ვთვლით რომ უნდა იყოს უფასო  ერგემდე . ლარი
ჩაქვიჩაქვი ,დაბა ჩაქვი ,სახალვაშო,ჩაისუბანი,ხალა,გორგაძეები ,საჩინო . ციხისძირი , ოაზისის ტერიტორია50ლარი
ქობულეთიბობოყვათი.სოფელი ქობულეთი ,კვირიკე, ხუცუბანი,ალამბარი ,ლეღვა ოჩხამური80ლარი
მახინჯაურიმწვანე  კონცხი , რკ.სადგური . განთიადი ,კაპრეშუმი ,30ლარი
წინსვლაყოროლისთავი, სამება,ქვედა სამება ,30ლარი
ახალშენიზემო ახალშენი .30ლარი
ოზურგეთიოზურგეთში კილომეტრი 3 ლარი ,თუმცა თუ დავამთხვევთ მანქანის ოზურგეთში წასვლას ,შეიძლება შეღავათი გავუწიოთ მომხმარებელს.კილომეტრი 3 ლარილარი
ურეკიშეკვეთილი, მაგნეტიტი ,კაპროვანი გრიგოლეთი .120ლარი
ლანჩხუთილესა , ჩიბათი , ნიგვზიანი   კილომეტრაჟის მიხედვით .კილომეტრი 3 ლარილარი
ზესტაფონიკვალითი( 5 კ.მ ) 0ლარი
ზედა კვალითი 25ლარი
კლდეთი( 6 კ.მ )0ლარი
ზედა კლდეთი 25ლარი
არგვეთა( 5 კ.მ )0ლარი
ქვედა საქარა( 6 კ.მ )0ლარი
ზედა საქარა 25ლარი
დაბა შორაპანი( 5 კ.მ )0ლარი
ფუთი 25ლარი
გურულების უბანი ( 3კ.მ )0ლარი
ქუთაისიმაღლაკი  20ლარი
მაღლაკი სიღრმეში 25ლარი
ქვიტირი 0ლარი
გეგუთი 0ლარი
ვარციხის დასახლება 20ლარი
ოდილიაური 20ლარი
კვახჭირი 25ლარი
გოდოგანი 25ლარი
ჯიმასტარ 25ლარი
გუმათის დასახლება 25ლარი
ბანოჯა 15ლარი
ბანოჯა სიღრმეში 25ლარი
გუმბრა 20ლარი
მესხეთი 30ლარი
ბროწეულა 20ლარი
ხაშურიდაბა სურამი3-5 კმ0ლარი
ოსიაური4 კმ0ლარი
სატივე5 კმ0ლარი
ხცისი5 კმ0ლარი
ცხრამუხა2 კმ0ლარი
ტეზერი5 კმ0ლარი
 სოფ,გომი 20ლარი
 სოფ,ქვიშხეთი 20ლარი
 სოფ,ვაყა 25ლარი
 სოფ,ქემფერი 30ლარი
 სოფ,ნარვანი 30ლარი
 სოფ,ცოცხნარა 30ლარი
 სოფ,ოძისი 30ლარი
 სოფ,წრომი 30ლარი
 სოფ,ნაბახტევი 50ლარი
 სოფ,ბრილი 70ლარი
სოფ,წაღვლი 70ლარი
ქ.ბორჯომი 70ლარი
დაბა წაღვერი 90ლარი
დაბა ცემი 100ლარი
დაბა ბაკურიანი 150ლარი