HOME » კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
პირადი მონაცემების დაცვა
პერსონალური ინფორმაციის გამოყენება
პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით www.embawood.ge იყენებს დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც „ემბავუდი“ მოიპოვებს მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, ემბავუდმა მომხმარებლებს მიაწოდოს ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას კომპანიის მუშაობის პრინციპებისა და მომხმარებლის სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დ კავშირებით.
ვებ-გვერდ ის სერვისებით დ ა პროდუქტებით სარგებლობა ჩვენი პოლიტიკის თანახმად არ არის გამიზნული და მიმართული 18 წელს მიუღწეველი პირებისათვის, ამიტომ თუ თქვენ არ ხართ სრულწლოვანი, თქვენ არ გაქვთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისებითა და პროდუქტებით სრულწლოვანების მიღწევამდე.
პერსონალური ინფორმაციის გამოყენება ხდება
• მომხმარებელთან ურთიერთობისთვის;
• მომხმარებლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად;
• ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
• იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას;
• პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;
• ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად;
• მომხმარებლების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად;
• ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, ანგარიშგებისა და პრევენციისათვის;
• რისკების სამართავად;
• საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;
• ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;
პერსონალური მონაცემების გაზიარება
კომპანია უფლებას იტოვებს კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს წვდ ომა მომხმარებლის პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ ისურვებს პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
გადავცემთ თუ არა თქვენს ინფორმაციას მესამე მხარეს?
ჩვენ არ ვყიდით, ვასხვისებთ ან სხვაგვარად გადავცემთ გარე პარტიებს თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. ეს არ გულისხმობს სანდო მესამე მხარეებს, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენს ვებ-გვერდებზე საქმიანობაის წარმართვაში, ახორციელებენ შენაძენის მომხარებლამდე მიტანის სერვის ან სხვა საქმიანობას რომელიც კავშირშია ჩვენი ვებ გვერდთან, მანამ სანამ აღნიშნული მხარეები გვათანხმდებიან ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე
ჩვენ ასევე შეიძლება გავცეთ თქვენს შესახებ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობაზე ან ჩვენი გვერდის პოლიტიკაზე დაყრდნობით. ჩვენ ასევე შეიძლება გავცეთ ინფორამცია ჩვენი ქონების, უსაფრთხოების ან უფლებების დაცვის მიზნით.ასევე, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ არა პირადი ინფორმაცია რომელიც გროვდება ჩვენს საიტზე რეკლამის, პრომო კამპანიების დასხვა მსგავსი საქმიანობის განხორციელების მიზნით.
ქუქი ფაილები და მისი გამოყენება
ჩვენ ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები. ქუქი არის მოკლე ტექსტური ფაილი, რომელსაც თქვენს მყარ დისკზე ინახავს ვებ გვერდი, რომელსაც თქვენ ესტუმრეთ. ტექსტური ფაილი შეიცავს ინფორმაციას და სხვა მიზნებთან ერთად გამოიყენება მნახველის მიერ შესაბამისი ვებ გვერდით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.
ქუქი-ფაილის საშუალებით მოპოვებული და შენახული ინფორმაცია შესაძლოა შედარდეს ჩვენს სისტემაში მოპოვებულ და შენახულ პირად მონაცემებთან.
ქუქი ფაილები გვეხმარება დავიმახსოვროთ მომხმარებელი. როდესაც თქვენ შედიხართ ვებ გვერდზე ის აქტივირდება, ხოლო როდესაც ტოვებთ მას ავტომატურად ხდება დეაქტივაცია. თქვენ შეგიძლიათ არ დაუშვათ ქუქი ფაილები თქვენს კომპიუტერში, თუმცა ამ შემთხვევაში არ გექნებათ შესაძლებლობა ესტუმროთ ჩვენი ვებ გვერდის ყველა გვერდს.
ონლაინ შეკვეთა/გაყიდვა და ონლაინ გადახდა.
გახსენით პროდუქტი რომლის შეძენაც გსურთ. ფერების ან სხვა ფილტრის არჩევანის არსებობის შემთხვევაში მონიშნეთ სასურველ პროდუქტი და დააჭირეთ „კალათაში დამატება“ის ღილაკს. სასურველი პროდუქტი უკვე მოთავსებულია კალათში.და გამოჩნდება განთავსებული პროდუქტის ღირებულება (კალათაში განთავსებული პროდუქციის ჯამური თანხა). დააჭირეთ შეძენის ღილაკს გაგრძელებას. თქვენ უკვე შეკვეთის განთავსების პირველ ეტაპზე ხართ. აქ უნდა შეავსოთ გადახდის დეტალები და სარეგისტრაციო ფორმა. თუ წინასწარ ხართ დარეგისტრიტებული ჩვენს ვებ-გვერდზე, მაშინ გადახდის დეტალების შევსება საკმარისია.
შენიშვნა: ვებ გვერდზე ონლაინ შეკვეთა შესაძლებელია რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის.
და ყველა სავალდებულო ველი უნდა იყოს შევლებული.
ყველა ველის შევსების და კონფიდენციალურობის პოლიტიკის გაცნობის შემგედ დააჭირეთ „ გააგრძელეთ ონლაინ“ ღილაკს. თქვენ გადახვალთ თიბისი ბანკის დაცულ ვებ-გვერდზე, სადაც შეგიძლიათ გადაიხადოთ: ნებისმიერი ბანკის ბარათით.
ონლაინ შეკვეთის მიწოდება
ონლაინ შეკვეთით სერვისით დროებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ რუსთავი, მარნეული და თბილისში.
მიწოდება ხდება 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში თუ პროდუქტი მარაგშია, ხოლო მარაგის არ არსებობის შემთხვევაში პროდუქტი მიეწოდება მაქს. 2-4 კვირის შემდეგ.
შეკვეთის მიწოდების პოლიტიკა
მიწოდება საქართველოს მასშტაბით
‘ავეჯის მიტანა“ წარმოადგენს შეკვეთის შემდგომ ავეჯის გადატანას დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართამდე(დატვირთვა, გადატანა, გადმოტვირთვა, მისამართზე მიტანა). ავეჯის მისამართზე მიტანა ითვლება უფასო მომსახურებად, რომელსაც ეწევა კომპანია, რომელსაც აქვს საჭირო აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალებები და პერსონალი. ავეჯის ყიდვისას რეკომენდებულია აღნიშნული მომსახურებით სარგებლბა, რადგან ავეჯის დაზიანება ან პაკეტის, დეტალების რაიმე დანაკლისი, რაც ავეჯის დამოუკიდებლად მიტანისას შეიძლება მოხდეს, არ ანაზღაურდება საგარანტიო სამსახურის მიერ.
ავეჯის აზიდვა მე-5 სართულის ჩათვლით უფაოსოა, ხოლო ყოველ მომდევნო სართულს ემატება – 10 ლარი .
მაღაზიიდან შეძენილი პროდუქტის მიწოდების დრო
საქართველოს მასშტაბით შეკვეთების მიწოდება ხდება 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში.
ტარიფი
იმ ტერიტორიებზე, სადაც მდებარეობს ემბავუდის ფილიალი მიწოდება არის უფასო. ხოლო ფარგლებს გარეთ ფასიანი. ქალაქის ფარგლებს გარეთ მიწოდებისა და აწყობის საფასური 1 კილომეტრზე შეადგენს 3 ლარს.
შეკვეთის შეუფერხებლად მისაღებად აუცილებელია, რეგისტრაციისას ზედმიწევნით სწორად და სრულად შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია.
გაითვალისწინეთ, არასრული მისამართის მითითების შემთხვევაში, ამანათი დაყოვნდება საწყობში და არ გამოიგზავნება მანამ, სანამ სწორ ინფორმაციას არ მოგვაწვდით. ასეთ შემთხვევაში, გამოგიგზავნით წერილს მითითებულ ელ.ფოსტაზე ან დაგიკავშირდებთ თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.
ავეჯის აწყობა
ავეჯის აწყობისას რეკომენდებულია ისარგებლოთ შესაბამის სწავლებაგავლილი პერსონალის მომსახურებით, რომელსაც აქვს საჭირო აღჭურვილობა, ინსტრუმენტები და აპარატები და მოქმედებს “ავეჯის მიტანისა და აწყობის” ინსტრუქციის შესაბამისად, რამდენადაც ავეჯის აწყობა მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესინალიზმსა და გამოცდილებას. ამ შემთხვევაში აწყობილი ავეჯის ხარისხზე პასუხისმგებელია ჩვენი კომპანია. ჩვენ არ გირჩევთ, ავეჯი ააწყოთ, შეაკეთოთ, დამოუკიდებლად შეცვალოთ აქსესუარები ან ისარგებლოთ მემონტაჟეების მომსახურებით, რომელთაც არ გაუვლიათ კვალიფიკაცია კომპანიაში, ასეთ შემთხვევაში ავეჯზე გარანტია არ ვრცელდება.
ავეჯის მიღება
აწყობის დამთავრების შემდგომ ყურადღებით შეამოწმეთ ავეჯი. ყურადღება მიაქციეთ განათების სისტემის, უჯრებისა და მოძრავი მექანიზმების ფუნქციონირებას. დაუკვირდით კარების სწორ რეგულირებას, მექანიკური დაზიანებების (ნაკაწრები, განატეხები, ანახლეჩები, ფერების მნიშვნელოვან განსხვავებას). უნდა აღინიშნოს, რომ ავეჯის ჩაბარების შემდეგ აღმოჩენილი მექანიკური დაზიანებები არ მიიღება მხედველობაში, როგორც მათი გარანტიის წესით აღმოფხვრის საფუძველი. ასეთი შეუსაბამობების აღმოფხვრა მოხდება ფასით. წვრილმანი შეუსაბამობები, რომლებიც ავეჯის უხილავ ნაწილებში მდებარეობს და გავლენას არ ახდენს ავეჯის გარეგნულ სახეზე, დასაშვებად ითვლება. მომხმარებლის მოთხოვნით ავეჯის გადაცვლა ან/და დემონტაჟი იქნება ფასიანი.
საგარანტიო პირობები
• საგარანტიო ვადა იწყება მითითებულ მისამართზე ავეჯის მიტანის დღიდან და
გრძელდება 24 თვე. გარანტია გაიცემა ავეჯის ყველა მოდელზე, თავისი ყველა ნაწილის
ჩათვლით.
• კლიენტის მისამართზე მიტანილი ავეჯის მონტაჟი შეიძლება გაგრძელდეს 60 დღემდე,
მისი სურვილის მიხედვით. შეინარჩუნეთ ასაწყობი ავეჯის სასაქონლო სახე და
სამომხმარებლო თვისებები, არ გახსნათ შეფუთვა. თუ აწყობის ვადა აჭარბებს 60
დღეს, აწყობის ხარჯებს იხდის კლიენტი, კომპანია EMBAWOOD არ აგებს პასუხს რაიმე
შეუსაბამობაზე, რაც წარმოიქმნება აწყობისას (გარდა მემონტაჟის შეცდომისა).
• ავეჯის რემონტში ყოფნის დრო არ შედის საგარანტიო ვადაში, ეს დრო ემატება
საგარანტიო ვადას. რემონტის ვადაა მაქსიმუმ 30 დღე.
• საგარანტიო ვადის განმავლობაში საწარმოო შეცდომების (ოსტატი-ექსპერტის დასკვნის
საფუძველზე), გამოსაცვლელი ავეჯის, ავეჯის ნაწილების, მომსახურების ღირებულების
ან სხვა ხარჯებს იხდის კომპანია EMBAWOOD.
უფასო საგარანტიო რემონტი არ ტარდება შემდეგ შემთხვევებში
• ავეჯის საგარანტიო ვადის ამოწურვა.
• მიტანა და აწყობა არ ხდება კომპანია EMBAWOOD-ის მიტანისა და აწყობის სამსახურის მიერ.
• “ავეჯის სწორად გამოყენებისა და წმენდის წესების” დარღვევა.
• ავეჯის რემონტი ჩატარებულია პირის მიერ, რომელიც არ არის დანიშნული კომპანია EMBAWOOD-ის მიერ.
• მომხმარებლის მხრიდან ავეჯში კონსტრუქციული ცვლილებების ჩატარებისას.
• ავეჯის ნაწილებისა და მექანიზმების ზედმეტად დატვირთვისას.
• მომხმარებლის მიერ დაზიანების განზრახ ან უნებლიეთ მიყენებისას.
• არასწორი ექსპლუატაციის შედეგად დეფექტების გაჩენისას (ნაკაწრები, ჩაჭყლეტილი ადგილები, განატეხი ადგილები და სხვ.
• შინაური ცხოველების მიერ ავეჯისთვის მიყენებული დაზიანებებისას.
• თუ კლიენტის მიერ დამოუკიდებლად დაკიდების დროს ავეჯი ჩამოვარდა მიუხედავად იმისა, რომ კლიენტმა იცოდა, რომ კედლის კონსტრუქცია ვერ გაუძლებდა ჩამოსაკიდებელი სამზარეულოს ავეჯის, თაროების, კარადების წონას (ჩაბარების აქტებში უნდა იყოს ოსტატის აღნიშვნები).
• ავეჯის სტიქიური უბედურების (წყალდიდობა, ხანძარი, უბედური შემთხვევა) შედეგად დაზიანებისას.
დაბრუნების პოლიტიკა
პროდუქტის დაბრუნების წესი და გამონაკლისები:
პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანია ემბავუდის საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;
პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ემბავუდის ელ. ფოსტის მისამართზე: sales@embawood.ge)
ავეჯის, ავეჯის ელემენტების შეცვლა ან მისი ღირებულების დაბრუნება მოხდება შემდეგ შემთვევებში:
შეცვლა ან ღირებულების დაბრუნება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ავეჯი მომხმარებლის სახლში არ არის აწყობილი 14 დღის განმავლობაში, შენარჩუნებულია მისი სასაქონლო სახე და სამომხმარებლო თვისებები, არ არის დარღვეული ავეჯის შეფუთვა, შენახულია სალაროს ქვითარი და სხვა დოკუმენტები;
თუ ერთი და იგივე შეუსაბამობა განმეორდა 3-ზე მეტად(ამასთან მომხმარებელს არ უსარგებლია რემონტის უფლებით), მოცემული ელემენტის შეცვლა შეიძლება მოხდეს ოსტატი-ექსპერტის დასკვნის საფუძველზე;
რემონტისთვის დანიშნული მაქსიმალური ვადის ამოწურვისას, თუ ოსტატი-ექსპერტი გადაწყვეტს, რომ ავეჯის რემონტი შეუძლებელია;
ემბავუდი უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების პროცედურა. თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების პროცედურა.
პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი, რომლის მოგვარებაც ადგილზე შეუძლებელია;
მარკეტინგი
კომპანიას შეუძლია გამოიყენოს მომხმარებლის პირადი მონაცემები კონკრეტული პროდუქტებისა და შეთავაზებების გასაცნობად. ემბავუდს წვდომა აქვს მხოლოდ იმ მონაცემებზე რასაც მომხმარებელი აზიარებს.
ემბავუდის მიერ მოპოვებული მონაცემების გამოყენება არასდროს იქნება მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ.
მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვის მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა. ასეთი მოთხოვნის შემდეგ კომპანია წყვეტს პირადი მონაცემების გამოყენებას მარკეტინგის მიზნებისათვის.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:
მისამართი: ქ. თბილისი, მარნეულის ქუჩა 37
ცხელი ხაზის ნომერი:+995322400001
ელ.ფოსტა: office_georgia@embawood.ge
წესების და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას რომ დროთა განმავლობაში, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით შევცალოთ წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, ცხადია ამის შესახებ მოხდება ინფრომაციის გამოქვეყნება ჩვენს ვებ-გვერდზე, რისთვისაც თქვენი, როგორც მომხმარებლის ვალდებულებაა პერიოდულად ამოწმოთ რაიმე ხომ არ შეიცვალა პერსონალურ მონაცემთდა დაცვის პოლიტიკის ნაწილში.