საგარანტიო მომსახურება

საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონით “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” გათვალისწინებულ და კომპანია “ემბავუდი”-ის მიერ გაცემულ პირობებს.

მომხმარებელთან მისამართზე”ემბავუდის” მიერ მიტანილი საქონლის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში საგარანტიო მომსახურების მისაღებად, მომხმარებელმა უნდა მიმართოს კომპანია “ემბავუდს”. მსგავს მომსახურებას კომპანია შეასრულებს უსასყიდლოდ.

თუ მიტანის დროს მომხმარებელი არ დახვდება სერვისის ჯგუფს ხელმეორედ მიტანა იქნება ფასიანი. ტარიფი დაითვლება მომხმარებლის მისამართიდან გამომდინარე.

მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ არსებობს ერთერთი შემდეგი პირობა :

ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია.

ბ) კომპანიამ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა.

გ) კომპანიის მიერ ავეჯშის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის. მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა. საგარანტიო ვადა იწყება მითითებულ მისამართზე ავეჯის მიტანის დღიდან და გრძელდება 24 თვე.

კლიენტის მისამრთზე მიტანილი ავეჯის მონტაჟი შეიძლება გაგრძელდეს 60 დღემდე, მისი სურვილის მიხედვით. შეინარჩუნეთ ასაწყობი ავეჯის სასაქონლო სახე და სამომხმარებლო თვისებები , არ გახსნათ შეფუთვა. თუ აწყობის ვადა აჭარბებს 60 დღეს, აწყობის ხარჯებს იხდის კლიენტი, კომპანია EMBAWOOD არ აგებს პასუხს რაიმე შეუსაბამობაზე, რაც წარმოიქმნება აწყობისას( გარდა მემონტაჟის შეცდომისა).

ავეჯის რემონტში ყოფნის დრო არ შედის საგარანტიო ვადაში, ეს დრო ემატება საგარანტიო ვადას. რემონტის ვადაა მაქსიმუმ 30 დღე.

საგარანტიო ვადის განმავლობაში საწარმოო შეცდომების ( კომპანიის ოსტატ- ექსპერტის დასკვნის საფუძველზე), გამოსაცვლელი ავეჯის, ავეჯის ნაწილების, მომსახურების ღირებულების

ან სხვა ხარჯებს იხდის კომპანია EMBAWOOD.

 ავეჯის, ავეჯის ელემენტების შეცვლა ან მისი ღირებულების დაბრუნება მოხდება შემდეგ შემთხვევებში

 
  • შეცვლა  მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ავეჯი არ არის აწყობილი, ანუ არ არის გამოყენებული 14 დღის განმავლობაში მომხმარებლის სახლში, შენარჩუნებულია მისი სასაქონლო სახე და სამომხმარებლო თვისებები, არ არის დარღვეული ავეჯის შეფუთვა, შენახულია სალაროს ქვითარი და სხვა დოკუმენტები, თუმცა ავეჯის გადასატანად ხარჯებს გადაიხდის მყიდველი.
  • თუ ერთი და იგივე შეუსაბამობა განმეორდა 3-ზე მეტჯერ, მოცემული ელემენტის შეცვლა შეიძლება მოხდეს ოსტატი-ექსპერტის დასკვნის საფუძველზე.
  • რემონტისთვის დანიშნული მაქსიმალური ვადის ამოწურვისას, თუ ოსტატი-ექსპერტი გადაწყვეტს, რომ ავეჯის რემონტი შეუძლებელია, მხოლოდ მაშინ მოხდება ღირებულების დაბრუნება ან სხვა ნივთში გადაცვლა.
შეკვეთის დადასტურებისას გადახდილი თანხა(ნივთის სრული ღირებულების ნაწილი) არ ექვემდებარება დაბრუნებას.

 საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება / უქმდება თუ :

  • გასულია საგარანტიო ვადა
  • არ არის წარმოდგენილი საგარანტიო ტალონი
  • საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია, გადაკეთებულია
  • ავეჯს აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი
  • ავეჯი გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით
  • დარღვეულია მწარმოებლის მიერ დადგენილი ავეჯის შენახვის და მოხმარების წესი
  • დაზიანება გამოწვეულია ავეჯის მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების / პირობების დარღვევით
  • არაკომპეტენტური პირის მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად

 ავეჯის შეცვლა/დაბრუნება არ ვრცელდება:

საგარანტიო პირობები ძალაში შედის პროდუქტის გაყიდვის მომენტიდან

ყურადღება!

თუ მიტანა  და  აწყობა  არ  ხდება  კომპანია  EMBAWOOD–ის  მიტანისა  და აწყობის  სამსახურის  მიერ,  პროდუქციაზე  გაცემული  გარანტია  კარგავს ძალას.

კლიენტის მიერ  ავეჯის  დამოუკიდებლად  აწყობა  შეიძლება  საფრთხის შემცველი იყოს გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.
ავეჯში გამოყენებული განათების სისტემები მიიღება შემოწმების შემდეგ. ელექტრონულ სისტემებზე გარანტია არ გაიცემა
 
რბილი ავეჯის  გამოყენებიდან 5-6 თვის განმავლობაში, ავეჯის გადასაკრავ ქსოვილში შეიძლება წარმოიქმნას სიცარიელე მის შესავსებად გამოყენებული ღრუბლის ჩაწევის გამო, მაგრამ თუ ამის გამოსწორება
 შეიძლება ხელის მსუბუქი მოძრაობით იგი არ შეიძლება ჩაითვალოს შეუსაბამოდ.
 

 უფასო საგარანტიო რემონტი არ ტარდება შემდეგ შემთხვევებში თუ

  • საგარანტიო ვადა ამოიწურა.
  • მიტანა და აწყობა არ ხდება კომპანია EMBAWOOD-ის მიტანისა და აწყობის სამსახურის მიერ.
  • დაირღვა ავეჯის სწორად გამოყენების და წმენდის წესები.
  • მომხმარებელმა ავეჯის კონსტრუქციული ცვლილებები ჩაატარა.
  • ავეჯის ნაწილები და მექანიზმები ზედმეტად დაიტვირთა.
  • მომხმარებელმა განზრახ ან უნებლიედ მიაყენა ავეჯს დაზიანება.
  • შინაურმა ცხოველმა დააზიანა ავეჯი.