შიდა განვადების პირობები
გაცნობიერებული მაქვს და ვეთანხმები წესებს და პირობებს. ვადასტურებ თანხმობას პერსონალური მონაცემების, მათ შორის საკრედიტო ინფორმაციის, დამუშავებაზე შპს ემბავუდ ჯორჯიას მიერ ზემოაღნიშნული მიზნებისათვის.

1. შეკვეთა და მომსახურება
წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს თქვენსა და შპს ემბავუდ ჯორჯიას (ს/კ 204379975, მისამართი: თბილისი, ქ. მარნეულის 37) შორის ურთიერთობას ვებ-გვერდის www.embawood.ge მეშვეობით შეკვეთის გაფორმებისას. შეკვეთის გაფორმებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ამ პირობებს.
2. თანხმობა მონაცემების დამუშავების თაობაზე
შეკვეთის გაფორმებით გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ შპს ემბავუდ ჯორჯიას (ს/კ 204379975), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს წინამდებარე განაცხადში, კრედიტორთან დაცული, ასევე, ჩემს შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროებში დაცული და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩემი მსესხებლის/თანამსესხებლის/თავდების/უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნით.
გაცნობიერებული მაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომ მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
აღნიშნული თანხმობა მოქმედია დადასტურებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში (იურიდიული პირის შემთხვევაში 60 სამუშაო დღის განმავლობაში).
3. მომხმარებლის თანხმობა მონაცემების საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის მიწოდების შესახებ
გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ შპს ემბავუდ ჯორჯიას (204379975), თბილისი, ქ. მარნეულის 37, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით დაამუშაოს ჩემს შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს.
ხსენებული ინფორმაცია მუშავდება მომხმარებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნისთვის და იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირებისათვის.